ახალი ამბები

პრეზიდენტის საშობაო მილოცვა

25 დეკემბერი, 2012 •
პრეზიდენტის საშობაო  მილოცვა

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი კათოლიკური სამყაროსთვის – ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ კათოლიკეებს. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. 

დიდია ქართველი კათოლიკეების წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ისინი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდნენ ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და დღესაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. საქართველო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლოა და თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს – ამ ქვეყნის სიყვარული. ერთად ვილოცოთ მისი წინსვლისა და კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”.–წერს პრეზიდენტი. 

 

გუშინ მილოცვა გაავრცელა პრემირ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც:

 

“დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას.დღევანდელი დღე მინდა მოვულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში.”

 

თბილისში მცხოვრები კათოლიკეები, ყოვ­ლად­წმინ­და მა­რი­ა­მის ზე­ცად ამაღ­ლე­ბის კა­თო­ლი­კურ ეკლესიაში 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულს შეხვდნენ. ეკლესიაში შობის დღესასწაულის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, თბილისის მერი, გიგი უგულავა და შს ყოფილი მინისტრი და “ნაციონალური მოძრაობის” გეენრალური მდივანი, ვანო მერაბიშვილიც დაესწრნენ. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი