ახალი ამბები

მიწისძვრის შემდგომი ბიძგები შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს

24 დეკემბერი, 2012 • 1224
მიწისძვრის შემდგომი ბიძგები შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს

სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6 მცირედი ბიძგი დაფიქსირდა. მათი სიმძლავრე 3–დან 4 ბალამდე მერყეობდა.

ყველაზე ძლერი ბიძგი 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან 30 კილომეტრში დაფიქსირდა და სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა ეს ბიძგი სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ეგრძნო:

“რაც შეეხება დანარჩენ ბიძგებს, ისინი იმდენად მცირე სიმძლავრის იყო, რომ მათი შეგრძნება მოსახლეობის მხრიდან შეუძლებელია და ამ ბიძგების დაფიქსირება მხოლოდ სეისმურ აპარატს შეუძლია”, – აცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის საინფორმაციო ჯგუფში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 დეკემბერს მიწისძვრა საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46კმ–ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრებ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრამ მცირე მასშტაბის ნგრევა გამოიწვია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი