ახალი ამბები

დეპუტატებს არასაპატიო გაცდენის გამო ხელფასის ნაწილი დაუკავდებათ

21 დეკემბერი, 2012 •
დეპუტატებს არასაპატიო გაცდენის გამო ხელფასის ნაწილი  დაუკავდებათ

საშემოდგომო სესია პარლამენტში ეროვნული ჰიმნით დაიხურა. დახურვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პარლამენტარების სია ამოიკითხა, რომლებსაც არასაპატიო გაცდენების გამო ხელფასის ნაწილი დაექვითებათ.

“სესიის  დახურვისას პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს სიას პარლამენტარების მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის თაობაზე. ასე რომ იძულებული ვარ არასასიამოვნო მისია შევასრულო. ამასობაში მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებია უმცირესობის წარმომადგენლები, ჩვენი კოლეგები არ დასწრებიან, მათ არც პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადებიათ, როდესაც არ დასწრება საპატიო არდასწრებად ითვლება, შესაბამისად ამ გარემოებამ უმცირესობის არასაპატიო მიზეზით გაცდენილ დღეების რაოდენობა გაზარდა. ასევე მოგეხსენებათ რომ მეორე არასაპატიო გაცდენილი დღიდან პარლამენტის წევრს ექვითება ერთი დღის ხელფასი” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის წევრებს მეორე არასაპატიო გაცდენის დღიდან გაცდენილი დღეების საერთო რაოდენობას მინუს ერთი დღის ხელფასი დაუკავდებათ.   დეპუტატების სია ასე გამოიყურება:  როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ანზორ ბოლქვაძე, კობა სუბელიანი, თამარ ბოკუჩავა, კახა ბუცხრიკიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, დავით გამცემლიძე, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თევდორაძე, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, პავლე კუბლაშვილი, პაატა ლეჟავა, ტარიელ ლონდარიძე, შოთა მალაშხია, მიხეილ მაჭავარიანი, ვახტანგ ლემონჯავა, გიორგი მელაძე, მიხეილ მახარაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურა მელიქიშვილი, ომარ მეგრელაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, სამველ პეტროსიანი, სერგო რატიანი, გიორგი ოჩიაური, მარიამ საჯაია, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, რევაზ შავლოხაშვილი, გიგი წერეთელი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნაული ჯანაშია, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გოგა ხაჩიძე, აკაკი მინაშვილი, მახირ დარზიევი, ირაკლი ტრიპოლსკი, აზერ სულეიმანოვი, ნიკოლოზ ყიფშიძე, თემურ ჭკუასელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი