ახალი ამბები

თბილისის მერიამ ფიტნესის ტრენაჟორების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

2 აპრილი, 2017 • 3684
თბილისის მერიამ ფიტნესის ტრენაჟორების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების შესაძენად, ასევე მათი  მონტაჟისთვის და  საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოსაწყობად აუქციონის გარეშე, ელექტრპნული  ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 350 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტების თანახმად, მერია ტრენაჟორებისთვის 18 ერთეულ საჩრდილობელ ფანჩატურს და  შემდეგი დასახელების ტრენაჟორებს შეიძენს: ნიჩბოსანი;  სხეულის ამზიდი; აზიდვა მკერდიდან; მიზიდვა მკერდისკენ; აზიდვა ფეხებით; ტვისტერი; მუცლის კუნთებისთვის; წელის კორექციისთვის; ელიფტური; ორმხრივი ძელი.

სატენდერო კომისიის წევრის, ზაზა კვიციანის განცხადებით, მსგავსი პროექტი მერიამ გასულ წელსაც განახორციელა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა:

“ეს პროექტი შარშანაც განვახორციელეთ, ქალაქში არის განთავსებული გარე გამოყენების ტრენაჟორები. მოსახლეობას მოეწონა და გადავწყვიტეთ ხელახლა გაგვეკეთებინა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით. მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაცია. ყველა ასაკის ადამიანზე არის გათვლილი.”

სატენდერო წინადადებების მიღბა 24 აპრილამდე გაგრძელდება. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, საქონლის მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი