ახალი ამბები

პარლამენტმა ნოდარ ხადურს მოუსმინა

17 დეკემბერი, 2012 •
პარლამენტმა ნოდარ ხადურს მოუსმინა

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე პარლამენტარებმა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მოუსმინეს.ხადურმა “საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “კანონში ცვლილებების შეტანაზე ისაუბრა.  

რამდენიმე წუთში სხდომა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართება და დეპუტატებს შესაძლებლობა მიეცემათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მინისტრისგან პასუხები მიიღონ.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში და საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი