ახალი ამბები

აქციის ორგანიზებისთვის სასამართლომ ნავალნის 20 000 რუბლის გადახდა დააკისრა

27 მარტი, 2017 • 2706
აქციის ორგანიზებისთვის სასამართლომ ნავალნის 20 000 რუბლის გადახდა დააკისრა

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ არასანქცირებული აქციის ორგანიზებისათვის 20 000 რუბლის გადახდა დააკისრა. ხოლო პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის 15 დღით პატიმრობა მიესაჯა. ნავალნი 26 მარტს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

მოსკოვის ქუჩებში მოქალაქეებმა კორუფციის წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვეს და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომა. საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ მსგავსი მასშტაბის აქცია რუსეთში 2012 წლის შემდეგ არ გამართულა.

ნავალნიმ სასამართლო პროცესიდან ფოტოც გამოაქვეყნა: “მოვა დრო, როდესაც მათ გავასამართლებთ.”

ალექსეი ნავალნიმ სასამართლოზე რუსეთის პრემიერის დაკითხვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ის მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებულისა და მათი მოთხოვნების წინაშე პასუხისმგებელი სწორედ მედვედევია. თავად პრემიერი ოფიციალურად აქციას არ გამოხმაურებია. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია 500 ადამიანი, თუმცა “გარდიანის” ცნობით, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ დაკავებული 1000-ზე მეტია. მათ შორის არიან ნავალნის მომხრეები, რომლებიც აქციის მიმდინარეობას ოფისიდან ადევნებდნენ თვალს. საპროტესტო აქცია, მოსკოვის პარალელურად, კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის: სანკტ-პეტერბურგში, ვლადიკავკაზში, ნოვოსიბირსკში. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აქციის დროს დაკავებულები და მომხდარი გამოხატვის უფლების შეზღუდვად შეაფასა. აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტმა ასევე დაგმო რუსეთის ხელისუფლების მოქმედება.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტირის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდებს აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ ფულს დაჰპირდნენ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პროექტ “როისპილის” ავტორი ალექსეი ნავალნი ყოფილი ბლოგერია. ის სხვადასხვა ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული. ნავალნი ხელმძღავნელობდა ანტიკორუფციულ ჯგუფს და ხელისუფლების წინააღმდეგ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. 2013 წელს მან მოსკოვის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმათა 27% მიიღო. ბოლოს 2015 წელს დააკავეს აგიტაციისათვის და 15 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ნავალნიმ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, რუსული კანონმდებლობის თანახმად, მას არ ექნება უფლება მიიღოს მონაწილეობა, რადგან ნასამართლევია.

მოსკოვში არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე ოფიციალური ვერსიით 500 კაცი დააკავეს. 26.03.17 ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

მოსკოვში არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე ოფიციალური ვერსიით 500 კაცი დააკავეს. 26.03.17 ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

აქციის ორგანიზატორი, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. 26.03.17 ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

მოსკოვის ცენტრში დააკავეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილე დააკავეს. 26.03.2017. EPA/YURI KOCHETKOV

მოსკოვის ცენტრში დააკავეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილე დააკავეს. 26.03.2017. EPA/YURI KOCHETKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი