ალექსეი ნავალნი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ნავალნიმ ოფიციალური ვიდეომიმართვა ამასთან დაკავშირებით კამპანიის ვებგვერდზე უკვე განათავსა.

“რუსეთი უნდა იყოს მდიდარი, დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა. ჩვენს ამისათვის ყველაფერი გვაქვს: ნიჭიერი ხალხი, ბუნებრივი რესურსები. მე არჩევნებში ვერთვები ისეთი პროგრამით, რომელიც აქცევს რუსეთს სამართლიან და თანამედროვე ქვეყნად,” – ამბობს ნავალნი.

ნავალნი თავის პროგრამაში ამომრჩეველს ეკონომიკის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებას ჰპირდება. ასევე ამბობს, რომ კორუფციას გაუმკლავდება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პროექტ “როისპილის” ავტორი ალექსეი ნავალნი ყოფილი ბლოგერია. ის სხვადასხვა ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული. ნავალნი ხელმძღავნელობდა ანტიკორუფციულ ჯგუფს და ხელისუფლების წინააღმდეგ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. ბოლოს გასულ წელს დააკავეს აგიტაციისათვის და 15 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი