ახალი ამბებიეკონომიკა

27 მარტს კვირიკაშვილი კიევში სუამის ქვეყნების პრემიერებს შეხვდება

26 მარტი, 2017 • 3756
27 მარტს კვირიკაშვილი კიევში სუამის ქვეყნების პრემიერებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს კიევში სუამის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერების შეხვედრის პარალელურად კიევში გაიმართება ამ ქვეყნებიდან ჩასული ბიზნესმენების მონაწილეობით ფორუმი.

“ვიზიტი ისტორიულია იმიტომ, რომ სუამი, როგორც ორგანიზაცია, უკვე 20 წელია არსებობს, თან 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თან საქართველო თავმჯდომარე ქვეყანაა,” – აცხადებს მიხეილ უკლება, საქართველოს ელჩი უკრაინაში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გენადი არველაძის თქმით, ბიზნესფორუმში საქართველოდან 20-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

“ასევე, აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერება საბაჟო კონტროლსა და განვითარებას ტრანსპორტისა და საქონლის გადაადგილების ნაწილში, რომელიც უფრო გაამარტივებს ოთხ ქვეყანას შორის საქონლის გადაადგილებას,” – აცხადებს არველაძე.

სუამი – ორგანიზაცია დემოკრატიისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის აერთიანებს ოთხ ქვეყანას – აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი