საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი საწარმოს, შპს “ტაოს” თანამშრომლები სამცხე- ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე- ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც მოპოვებული ხე- მასალა მიჰქონდათ მის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში.
“ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ლ.თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას,” – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით და 210–ე მუხლის მეორე ნაწილით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს იმ ფაქტს, რომ დაკავებული ვანო მერაბიშვილის ბიძაა.