ახალი ამბები

უსუფაშვილი: სახელმწიფო და მართლმადიდებლური ეკლესია შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ

14 დეკემბერი, 2012 • 1215
უსუფაშვილი: სახელმწიფო და მართლმადიდებლური ეკლესია შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ

“მიმდინარე და მომავალი წელი არის მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო წლები და ამ პერიოდში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. მე მხვდა წილად პატივი, ვიყო იმ სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი, რომელიც ამ ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. დღევანდელი კონფერენცია ‘შემობრუნება სულიერებისკენ’, ეს არის სინამდვილეში არა კონფერენცია, არამედ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ძალიან ბევრია ამ მხრივ გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ უწმინდესობის ლოცვა–კურთხევით ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე დამშვიდდება, დაწყნარდება და ცხოვრება იქნება გაცილებით უფრო კომფორტული” , – განაცხადა დავით უსუფაშვილმა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე ‘შემობრუნება სულიერებისკენ’, რომელიც ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი