ახალი ამბები

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა

24 მარტი, 2017 • 14807
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ დეკანოზმა 23 თებერვალს გააკეთა. ის აცხადებდა, რომ პატრიარქის მდივნის თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებდა. მამა მიქაელ ბოტკოველის პროტესტი საპატრიარქოს იმდროინდელი დაცვის სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადებამ გამოიწვია.

23 თებერვალს მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს მას შემდეგ, რაც პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა. ამის შემდეგ ოხანაშვილმა  განაცხადა, რომ იგი საპატრიაქროშია და ასრულებს თავის მოვალეობას, ხოლო ბოტკოველმა იცრუა:

“მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ საპატრიარქოს. მე ამიერიდან აღარ ვარ საპატრიარქოს მდივანი. პატრიარქის დაცვის უფროსი რომ პატრიარქის მდივანზე ამბობს, რომ ის არის ცრუ და მატყუარა ადამიანი, ეს არის ის პრობლემა, რაზეც საპატრიარქოში ამ პრობლემებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსი სუბორდინაციულად არის კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დაქვემდებარებაშიც. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ის არ იმყოფებოდა ამ დღეებში, მე არ მინახავს, ის შეიძლება იმყოფებოდა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე ის არ გამოჩენილა” – აცხადებდა დეკანოზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი