ახალი ამბები

ფოტო არ ადასტურებს ბოტკოველის ნათქვამს, რომ ოხანაშვილი საპატრიარქოში ილია II-ის დაბრუნების შემდეგ აღარ უნახავს

23 თებერვალი, 2017 • 3574
ფოტო არ ადასტურებს ბოტკოველის ნათქვამს, რომ ოხანაშვილი საპატრიარქოში ილია II-ის დაბრუნების შემდეგ აღარ უნახავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა:

“რაც მისი უწმინდესობა დაბრუნდა საქართველოში, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს”, – ბოტკოველის ეს პასუხი შეეხებოდა ჟურნალისტების შეკითხვას, დატოვა თუ არა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი სოსო ოხანაშვილმა.

“ნეტგაზეთმა” გუშინ, 22 თებერვალს, სოსო ოხანაშვილი სწორედ საპატრიარქოს ეზოში დააფიქსირა. თავად ოხანაშვილი ამ დრომდე არ პასუხობს ნეტგაზეთს, რომელმაც ტელეფონის საშუალებით შეკითხვით მიმართა – დატოვა თუ არა მან პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი.

სოსო ოხანაშვილი არის პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრი (შიოლაშვილის) სიძე (ქალიშვილის ქმარი). მკვლელობის მომზადების მცდელობის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წლების მანძილზე მსახურობდა სწორედ ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში. ოხანაშვილი დეკანოზის დაკავების შემდეგ ბერლინიდან თბილისში ჩამოიყვანეს, რათა პროკურატურას დეკანოზის საქმეზე დაეკითხა.

პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში, 22.02.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში, 22.02.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი