ახალი ამბები

თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძის განცხადებას ეხმაურება

14 დეკემბერი, 2012 • 929
თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძის განცხადებას ეხმაურება

„ანზორ ქოქოლაძის განცხადებარომ თიბისი ბანკი 3 ობიექტს ასხვისებს თითქოსდა „დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით“, არის მორიგი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რასაც ბატონი ანზორი დაუზარელად მიმართავს ბოლო რამდენიმე თვეა. ალბათ ბატონი ანზორი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ თიბისი ბანკმა მიმართა განცხადებით პროკურატურას და მოითხოვაცრუ დასმენის მუხლითსისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მიუხედავად იმისა, რომ  ბანკი ბატონ ქოქოლაძეს სთავაზობდა და დღესაც სთავაზობს პრობლემის სამართლებრივ სივრცეში გადაჭრას, ეს უკანასკნელი ამჯობინებს, მედია გამოიყენოს დეზინფორმაციის იარაღად და ჯიუტად ცდილობს დამახინჯებული, მცდარი ინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

 

გოჩა სვანიძის თქმით, თიბისი ბანკი არ აპირებს ქოქოლაძის აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებების მოთმენას. შესაბამისად, პროკურატურის პარალელურად, თიბისი ბანკი აპირებს მოიკვლიოს და გადაამოწმოს ქოქოლაძის მიერ ბანკებიდან ადრე გამოყოფილი ფინანსური რესურსების „გადაქაჩვის“ ფაქტები სხვადასხვა, მისივე ან მასთან დაკავშირებული პირების კომპანიებში (მათ შორის, ტექნო ბუმში).

 

„ჩვენს მიერ მოკვლეული მასალები ასევე გადაეცემა პროკურატურას,“ – ამბობს სვანიძე, – „რაც შეეხება ბანკის მიერ აქტივების გასხვისებას, ეს პროცესი მუდმივად ხდება ბანკებში და თიბისი ბანკი გაასხვისებს თუ არა და რა ფასად გაასხვისებს საკუთარ აქტივებს, ეს მხოლოდ ბანკის გადასაწყვეტია. ამასთან, თუ ქოქოლაძის განცხადების გამო რომელიმე გარიგება ჩაიშლება, საფუძველი გვექნება მას ზარალის ანაზღაურება მოვთხოვოთ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი