გოჩა სვანიძის თქმით, თიბისი ბანკი არ აპირებს ქოქოლაძის აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებების მოთმენას. შესაბამისად, პროკურატურის პარალელურად, თიბისი ბანკი აპირებს მოიკვლიოს და გადაამოწმოს ქოქოლაძის მიერ ბანკებიდან ადრე გამოყოფილი ფინანსური რესურსების „გადაქაჩვის“ ფაქტები სხვადასხვა, მისივე ან მასთან დაკავშირებული პირების კომპანიებში (მათ შორის, ტექნო ბუმში).
„ჩვენს მიერ მოკვლეული მასალები ასევე გადაეცემა პროკურატურას,“ – ამბობს სვანიძე, – „რაც შეეხება ბანკის მიერ აქტივების გასხვისებას, ეს პროცესი მუდმივად ხდება ბანკებში და თიბისი ბანკი გაასხვისებს თუ არა და რა ფასად გაასხვისებს საკუთარ აქტივებს, ეს მხოლოდ ბანკის გადასაწყვეტია. ამასთან, თუ ქოქოლაძის განცხადების გამო რომელიმე გარიგება ჩაიშლება, საფუძველი გვექნება მას ზარალის ანაზღაურება მოვთხოვოთ.“
