ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა დავების განხილვის საბჭოში არასამთავრობოების ჩართვაზე

13 დეკემბერი, 2012 •
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა დავების განხილვის საბჭოში არასამთავრობოების ჩართვაზე

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური საკითხების ირგვლივ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს თავაზობს 2012 წლის 25 დეკემბრამდე სამინისტროში წარმოადგინონ საბჭოს სავარაუდო წევრები  და ინფორმაცია მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ. პირველ ეტაპზე არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენელი აირჩევა. ხოლო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველ 6 თვეში წევრები შეიცვლებიან როტაციის პრინციპით”,– განაცხადა ებრალიძემ. 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოს, რომლის შემადგენლობასაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. დავით ებრალიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დავების საბჭოს შემადგენლობა შეიცვალა. დავების საბჭოს წევრი არის ფინანსთა მინისტრი  ნოდარ ხადური, ხოლო მას ხელმძღვანელობს დავით ქევხიშვილი.

 

დავების საბჭო 9 წევრისგან შედგება და მას მთავრობა რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი