ახალი ამბები

‘მაკნატუნას’ თანამშრომების საპროტესტო აქცია პარლამენტთან [Video]

12 დეკემბერი, 2012 • 1096
‘მაკნატუნას’ თანამშრომების საპროტესტო აქცია პარლამენტთან [Video]

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულები სასაქონლო ზედნადების გარეშე ახდენდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, ასევე, ერთობლივი შემოსავლების დამალვის მიზნით შესაბამის დოკუმენტებში ამცირებდნენ რეალიზებული საქონლის რაოდენობას და მიღებულ თანხებს, რითაც თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.

 

“სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

“მაკნატუნას” დამფუძნებელი გია გუმბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული პიროვნებები მაღაზიაში აღურიცხავი საქონლის დატოვების გამო დააკავეს:

 

“არ ვიცით, შეიძლება ბიზნესინტერესია, შეიძლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, შეიძლება პოლიტიკური ინტერესია.”

ირემაძის ადვოკატის თეიმურაზ მესხის განცხადებით, ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ და ამის შემდეგ ბრალი ყალბი ზედნადების გამოწერის მუხლით წაუყენეს. ადვოკატის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, “მაკნატუნას” თანამშრომლები ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება,  გასაღება, გამოყენების ფაქტებზე დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი