ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა

11 დეკემბერი, 2012 • 1183
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიტანა. სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, კომპანიებს სახელმწიფო ვალებისა და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა–გადავადება–რესტრუქტურიზაციისთვის მიმართვის და დოკუმენტაციის წარდგენა არა 2013 წლის პირველ იანვრამდე, არამედ ნებისმიერ დროს შეეძლებათ. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ გამოითქვა შენიშვნები ვადებთან დაკავშირებით, რის გამოც კომიტეტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ განცხადებების მიღების დრო ერთი წლით გახანგრძლივდეს.

“ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა უფლება ამ წლის ბოლომდე ვინც მიმართავდა კომპანიები, სესხების და საგადასახადო ვალების რესტრუქტურიზაციისთვის, იყო შესაძლებელი ეს განეხილა წლის ბოლომდე. უბრალოდ ეს ვადა გაიზარდა ერთი წლით” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ.

მისივე თქმით, არ აქვს მნისვნელობა კომპანია მსხვილი კომპანია მსხვილი იქნება თუ წვრილი, საკანონმდებლო ცვლილება განსაკუთრებულ შემთხვევებს შეეხება:

“განსაკუთრებულ შემთხვევებს ეხება.მსხვილია თუ წვრილია ეს ეხება განსაკუთრებულ შემთხვევას. ეს აიწონ–დაიწონება იმ კონტექსტით რომ არ მოხდეს კონკრეტული კომპანიის, თუ ბიზნესის განადგურება”

მასალების გადაბეჭდვის წესი