პარიზის ორლის აეროპორტში სამართალდამცავებმა ადამიანს, რომელიც სამხედროსთვის იარაღის წართმევას ცდილობდა ესროლეს. საფრანგეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თავდამსხმელი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა აეროპორტის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ადგილზე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, რომელშიც გამნაღმველებიც არიან ჩართულნი. ორლის აეროპორტი პარიზში სიდიდით მეორეა.
ფრანგული პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ.
[#Orly] On going police operation. Please respect the safety perimeter and avoid the airport area.
— Police Nationale (@PoliceNationale) 18 March 2017