პარიზის ორლის აეროპორტში სამართალდამცავებმა ადამიანს, რომელიც სამხედროსთვის იარაღის წართმევას ცდილობდა ესროლეს. საფრანგეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თავდამსხმელი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა აეროპორტის ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ადგილზე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, რომელშიც გამნაღმველებიც არიან ჩართულნი. ორლის აეროპორტი პარიზში სიდიდით მეორეა.

ფრანგული პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *