ახალი ამბები

ტუღუში: ითვლება, რომ ერთი ვადით არჩევა კარგია ომბუდსმენის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად

17 მარტი, 2017 • 1561
ტუღუში: ითვლება, რომ ერთი ვადით არჩევა კარგია ომბუდსმენის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, სახალხო დამცველი 2009-2012 წლებში, გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევა მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის უფრო კარგ მოდელად მიიჩნევა,

ეს განცხადება გიორგი ტუღუშმა 17 მარტს, პატრლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. დღეს, პარლამენტში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ომბუდსმენის არჩევის შესახებ მსჯელობენ.

“სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით. ჯერ კიდევ 2005 წელს, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიამ, რომლის ძირითადი მიმართულებაც იყო სწორედ სახალხო დამცველის აპარატი, მათი რეკომენდაცია იყო, რომ ჯობს, ომბუდსმენი ირჩეოდეს ერთი, უფრო დიდი ვადით, ვიდრე ეს არის ხუთწლიანი ვადა, რომელიც, შეიძლება განახლდეს. ზოგადად, ითვლება, რომ ეს არის უფრო კარგი ელემენტი ომბუდსმენის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ვინაიდან, ზოგადად, ომბუდსმენს როდესაც ვადა გასდის, იცის, რომ მას ამ ვადას ვეღარ გაუგრძელებს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, პარლამენტი და ტოვებს თანამდებობას ამ ვადის გასვლის შემდეგ,”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

კონსტიტუცინალისტი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდეც ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მხოლოდ ერთი ვადით არჩევის შესაძლებლობა მისი დამოუკიდებლობის გარანტიაა. ეს წინადადება მან კომისიის სამუშაო ჯგუფს შესთავაზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი