გოჩა შავაძის თქმით, ის აპროტესტებს ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„გ.შ გასამართლებულია გაუპატიურების მუხლით – 7 წელი და 4 თვე აქვს მისჯილი. სასამართლომ ბრალდებულს ერთი მუხლი მოუხსნა, მაგრამ პროკურორმა მეტონიძემ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სასამართლოში გაასაჩივრა“, – აცხადებს მონიტორინგის ჯგუფის წევრი.
რამინ შავაძის ინფორმაციით, ბრალდებული თავს უდანაშაულდ მიიჩნევს: „ამბობს, რომ მზად არის სხვა ნებისმიერი მუხლით გაასამართლონ, ოღონდ არა გაუპატიურებით. ის ამბობს, რომ საქმის მასალებში მითითებული დანაშაულის ჩადენის დროს შვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმირებულია ბრალდების მხარეც, რადგან პროკურატურამ მისი შვილი დაკითხა“.
მე-3 საპყრობილედან რამდენიმე წუთის წინ გამოსული რამინ შავაძე ამბობს, რომ მასთან უკმაყოფილება მე-3 საპყრობილეში შესახლებულმა სხვა პატიმრებმაც გამოთქვეს:
„საპყრობილეში კვლავაც მუშაობენ ის ადამიანები, ვინც პატიმრების ცემა-წამებაში მონაწილეობდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მე რამდენიმე პატიმარმა განმიცხადა“.








