ახალი ამბები

უსუფაშვილი დეპუტატებს: თითოეული თქვენგანის ღირსების ტვირთს ვერ ავიღებ

5 დეკემბერი, 2012 • 998
უსუფაშვილი დეპუტატებს: თითოეული თქვენგანის ღირსების ტვირთს ვერ ავიღებ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის მზად არის დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ შეხვდეს უმცირესობის წარმომადგენლებს ამ საკითხებთან დაკავშირებით:

 

“კოლეგებო, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის ღირსების დაცვა ევალება, თითოეული თქვენგანის ღირსების ტვირთს ნუ დამაკისრებთ და ვერ ავიღებ, ძალიან გამიჭირდება, პირველად გეუბნებით. რაც შეეხება კანონს, კანონი უნდა იყოს დაცული პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც და მზად ვარ, სხდომის დასრულებისთანავე შეგხვდეთ, მოგისმინოთ და მივიღოთ ყველა კანონით გათვალისწინებული ზომა, თუ ვინმეს კანონიერი ინტერესები შეილახა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, 2012 წლის 1 დეკემბერს, დილის 07:00 საათზე გაჩხრეკილი იქნა ხაშურის რაიონ სოფელ ურთხვაში მცხოვრები მევლუდ ხაჩიძის – დეპუტატ გოგა ხაჩიძის მამის საცხოვრებელი ბინა, “რა დროსაც ამოღებული იქნა სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟლეტი. მევლუდ ხაჩიძე დაკითხული იქნა მოწმის სახით”.

 

უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი პარლამენტარ გოგა ხაჩიძის პოლიტიკური ნიშნით დევნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი