ახალი ამბები

შოტლანდიას გაერთიანებული სამეფოდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სურს

13 მარტი, 2017 • 1725
შოტლანდიას გაერთიანებული სამეფოდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სურს

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტურჯეონი აცხადებს, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მეორედ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ნებართვას ითხოვს. მისივე თქმით, სურს, რომ რეფერენდუმი 2018 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გაიმართოს.

ნიკოლა სტურჯონი ამბობს, რომ მომავალ კვირაში მიმართავს შოტლანდიის პარლამენტს, ნებართვის თაობაზე, რომელიც რეფერენდუმის ჩასატარებლად აუცილბელია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერესა მეის ნათლად არ უთქვამს რეფერენდუმის ჩატაების უფლებას გასცემს თუ არა.

პირველი რეფერენდუმით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, შოტლანდიამ კვლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა არჩია. თუმცა 2016 წლის 23 ივნისს გაიმარტა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გამართულ რეფერენდუმში შოტლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრიტანული რეფერენდუმი საბოლოოდ ევროკავშირის დატოვების მომხრეთა სასარგებლოდ დამთავრდა. ამომრჩევლების 51.9%-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ხოლო დარჩენა 48.1%-ს სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი