ახალი ამბები

შოტლანდიელები დღეს გადაწყვეტენ, დარჩებიან თუ არა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში

18 სექტემბერი, 2014 • • 2589
შოტლანდიელები დღეს გადაწყვეტენ, დარჩებიან თუ არა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში

რეფერენდუმის შეკითხვა ასეა ფორმულირებული -“უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა? მოქალაქებმა “კი” ან “არა” პასუხი უნდა აირჩიონ.

საერთო ამომრჩევლების რაოდენობა  4,285,323 -ია, მათი 97% დარეგისტრირდა ხმის მისაცემად. ბიბისი   წერს, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.

ქვეყნის მასშტაბით 2 608 საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის პროცესი 22:00 საათზე დასრულდება. შედეგები კი სავარაუდოდ პარასკევს გახდება ცნობილი.

რეფერენდუმში მონაწილეობის დისტანციურად მისაღებად 789 024 განაცხადია შესული. ბიბისი წერს, რომ ამ რაოდენობის დისტანციური მონაწილეობის განაცხადი შოტლანდიაში არასდროს დარეგისტრირებულა.

 

მონაცემების დათვლის შემდეგ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი Mary Pitcaithly შედეგებს ედინბურგში გამოაცხადებს  და მისი დამტკიცებით შედეგების დეკლარაცია შედგება.

Mary Pitcaithly-ის განცხადებით, იგი შედეგებს პარასკევს, საუზმის დროს გამოაცხადებს.  შოტლანდიის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შედეგები  06:30 – 07:30 დროის ინტერვალში გახდება ცნობილი.

 

ედინბურგის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი 2012 წლის ოქტომბერში  პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა მოაწერეს, რეფერენდუმის საკითხებია განხილული.

შეთანხმების თანახმად, ორივე მხარემ რეფერენდუმის შედეგებს უნდა მიიღოს, როგორც შოტლანდიელი ხალხის ნების გამოხატულება, და პატივი სცეს მას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი