ახალი ამბები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკებში გადაიყვანეს 24 პაციენტი, მათ შორის 11 პოლიციელი

12 მარტი, 2017 • 1976
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკებში გადაიყვანეს 24 პაციენტი, მათ შორის 11 პოლიციელი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საზოგადოებროვ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში 11 მარტს საღამოს საათებში მომხდარი მოვლენების შედეგად ბათუმის ორ კლინიკაში 24 პაციენტი, გადაიყვანეს, რომელთანაგნ, 11 პოლიციელია.

მისივე თქმით, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჭეიშვილს სახის ძვლის ტრავმა აქვს.

“ჯამში კლინიკებში შემოსულია 24 პაციენტი, როელთა უმეტესობამ გაიარა ამბულატორიული შემოწმენა, მკურნალობა და დატოვეს კლინიკები. ძირითადი ნაწილი – ეს იყ ზედაპირული ტრავმები და ჭრილობებიმ გამოწვეული ბლაგვი სხეულით. ყველაზე რთული არის დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დასრულდა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და დადასტურდა, რომ ეს არის ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და საჭიროებს ოპერაციულ  ჩარევას. 24 პაციენტიდან 11 იყო პოლიციელი, დანარჩენი სამოქლაქო პირი, სამოქალაქო პირებს შორის ძირითადი იყო ინტოქსიკაცია და ინტოქსიკაციის ნიშნები. ეს იყო გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, თვალების წვა, ამიტომ,  ეს ნაწილი გადის ამბულატორიულ მკურნალობას,”- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის ავტომობილი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მან გაითვალისწინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა და ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი