ახალი ამბები

მირიან გამრეკელაშვილი: მიტროპოლიტი პეტრე გამბედაობისთვის დაისაჯა

9 მარტი, 2017 • 3054
მირიან გამრეკელაშვილი: მიტროპოლიტი პეტრე გამბედაობისთვის დაისაჯა

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც დღეს, 9 მარტს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნება” დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იმ პრობლემებზე საუბრისთვის დაისაჯა, რომელიც ეკლესიის შიგნით არსებობს.

“მეუფე პეტრე შეეცადა, ფარდა აეხადა იმისათვის თუ რა ხდება ზოგადად საქართველოს ეკლესიაში. სასჯელი სწორედ ამ გამბედაობისათვის დაიმსახურა. მისი ქმედებები არ ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს, რადგან საეკლესიო სამართლის მიხედვით ეპისკოპოსი უმარლესი იერარქია. პატრიარქიც ხარისხით ოდენ ეპისკოოსია, უბრალოდ არჩეული უმაღლეს მწყემსმთავრად. ეპისკოპოსის დასჯა შეუძლია მხოლოდ სინოდს ან საეკლესიო კრებას. თუმცა მიწიერი თანამდებობედიან გადაყენება შეუძლია მას, ვინც ეს თანამდებობები მას არგუნა. ამ შემთხვევაში პატრიარქს. პატრიარქი გარდაცვალებამდე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოჩვენებითი ილუზია, თითქოს ერი და ეკლესია გაბრწინების გზას ადგას, ბოლომდე შენარჩუნდეს”,- ამბობს გამრეკელაშვილი.

მიტროპოლიტი პეტრე დღეს, 9 მარტს, სინოდის სხდომაზე საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობას ჩამოაშორეს. “მოვიდა დრო, რომ სხვამ უფრო მეტი გააკეთოს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის. მე რაც შევძელი, გავაკეთე,”- განაცხადა მან. მისივე თქმით, მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება უშუალოდ პატრიარქმა მიიღო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს. მიტროპოლიტი პეტრე ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან დათხოვნას დირექტორის პოსტიდან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი