ახალი ამბები

ჯორჯ სოროსი, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდება

28 ნოემბერი, 2012 •
ჯორჯ სოროსი, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდება

ღია საზოგადოების საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსი საქართველოს ორდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. 

 

ქეთი ხუციშვილი ჯორჯ სოროსის აღნიშნულ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვნად არ განიხილავს.

 

“ის საქართველოში ბუდაპეშტიდან ჩამოვა. ფაქტიურად შაბათ -კვირას იქნება აქ. ვიზიტის დროის სიმცირის გამო, სამწუხაროდ, მედიისთვის საგანგებო პრესკონფერენციას ვერ გავაკეთებთ. ის შეხვდება ფონდის ხელძღვანელობას, გაეცნობა მის მიმდინარე საქმიანობას, შედეგებს. შესაძლოა, შეხვდეს იმ პოლიტკურ ლიდერებსაც, რომლებსაც იცნობს,”- აცხადებს ხუციშვილი. 

 

ჯორჯ სოროსი საქართველოში 2004 წელს იმყოფებოდა. 

 

ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი