“წესრიგი დაიცავით, ნუ იქცევით ხულიგნურად კომიტეტის სხდომაზე,” – ამ სიტყვებით ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს მიმართა.
“თქვენ მუდმივად არღვევთ შეგნებულად წესრიგს, როდესაც კომიტეტის სხდომებია. ხელოვნურად გინდათ ჩაშალოთ სხდომები. ბუნებრივია, შესაბამისად, რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს მივმართავ, რომ უზრუნველვყო კომიტეტის მუშაობა ნორმალურ რეჟიმში,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჩიორა თაქთაქიშვილს ბესელიამ რამდენჯერმე შეწყვეტინა სიტყვა და დასრულება მოსთხოვა. ბესელიას თქმით, თაქთაქიშვილმა რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა, რაზეც თაქთაქიშვილმა მოუწოდა, რომ ოპოზიციის მოსმენა ისწავლოს.
“დღევანდელი განხილვა იყო ძალიან სამარცხვინო, კომიტეტის თავმჯდომარეს არ შეუძლია კრიტიკული აზრი მოისმინოს მაშინ, როდესაც იგი მოდის საპარლამენტო ოპოზიციისგან. ეს სამწუხარო არის და იმედია, დროთა განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარე ისწავლის, როგორ უნდა გაუძლოს ძალიან კვალიფიციურ ოპოზიციას პარლამენტში”, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
