ახალი ამბები

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარისგან ინფორმაცია არ გამოუთხოვია

3 მარტი, 2017 • 5029
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარისგან ინფორმაცია არ გამოუთხოვია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანმა იმ კორეპონდენციის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოსგან მიიღო. წულუკიანის განცხადებით, “რუსთავი 2”-მა შეტანილ საჩივარზე “სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება” ითხოვა, რომელსაც წულუკიანის განმარტებით სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას უწოდებს.

წულუკიანის განმარტებით “რუსთავი 2”- მა მოითხოვა:

  1. საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას.
  2. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გაადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა
  3. აეკრძალოს ხელისუფლებას შეცვალოს არხის მენეჯმენტი და ბორდი ამ კომპანიაში

წულუკიანის თქმით “რუსთავი 2″-მა ამ მოთხოვნასთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა სხვადასხვა განცხადება, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის EPP-ის წევრების, ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება და განაცხადა რომ:

” თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მისთვის უარის ტქმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო მორიგე მოსამართლემ, რომლის ვინაობაც უცნობია, ისე რომ მოპასუხე მხარე საქმის კურსი ჩაყენებული არ იყო.

“ჩვენგან რაიმე ინფორმაცია დღის განმავლობაში არ ყოფილა გამოთხოვილი. მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე, მიიღო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს. რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საქმეს, ამავე მოსამართლემ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მიანიჭა პრიორიტეტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს, სულ ეს შემიძლია დღეს გითხრათ, საქართველოს მთავრობა არის მხარე, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია საზოგადოებისთვის მშრალი ფაქტები გვეთქვა,

რა იქნება მერე? – 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს, ალბათ უკვე კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული იმასთან დაკავშირებით გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და საერთოდ შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი