ახალი ამბები

დოლი: შეშფოთებული ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მიტაცების გამო

3 მარტი, 2017 • 4980
დოლი: შეშფოთებული ვარ ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მიტაცების გამო

“შეშფოთებული ვარ “რუსთავი 2″-ის, საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მიტაცების გამო. ეს არის დარტყმა პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე,” – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი.

“რუსთავი 2-ის საქმე არის საქართველოში დემოკრატიის ტესტი. ქართველ ხალხს შესაძლოა დააკლდეთ ერთადერთი დამოუკიდებელი ინფორმაციის წყარო,” – წერს დოლი ტვიტერში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს სხვა ევროპარლამენტარებმაც.

ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, ანა გომესი რუსთავი 2-ის საქმე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გამო შიშობს ამ ამბობს, რომ ამან შეიძლება შეამციროს პლურალიზმი საქართველოში და პოლიტიკური სივრცის შემდგომი პოლარიზება გამოიწვიოს.

ასევე, ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს რუსთავი 2–თან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ეფექტურად შეზღუდავს მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომას.

ევროპარლამენტის წევრი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი კი აცხადებს, რომ “როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წასართმევად დაიცადა მანამ, სანამ ის მიამიტი ევროკავშირისაგან უვიზო მიმოსვლას მიიღებდა”.

ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი [ALDE] უაღრესად შეშფოთებულები არიან რუსთავი ორის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედგების გამო.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს “რუსთავი 2”-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი