ახალი ამბები

ბიუროს სხდომაზე დეპუტატის მიერ სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტს განიხილავენ

26 ნოემბერი, 2012 • • 932
ბიუროს სხდომაზე დეპუტატის მიერ სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს: ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. ამ წესის დარღვევისთვის კი, ამავე რეგლამენტის მიხედვით, სანქცია ეკისრება სწორედ იმ დეპუტატს, ვის ნაცვლადაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა:

“თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში ამ პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%.”

 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, გიორგი გაჩეჩილაძემ, რამდენიმე დღის წინ სხვა დეპუტატის ნაცვლად მისცა ხმა კენჭისყრისას. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არ იცოდა, თუკი მსგავსი ქმედება უკანონო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი