ახალი ამბები

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

2 მარტი, 2017 • 1931
უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია დაიწყო. როგორც გუშინ, 1 მარტს ნიკა გვარამიამ დააანონსა, აქცია საღამომდე, მთელი დღის განმავლობაში, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში იქნება ჩართული და არხი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, სადაც უზენაესი სასამართლო მდებარეობს, აქციის გამო გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები. ისინი უზენაესი სასამართლოს შენობის გასწვრივ დგანან.

დღეს, 2 მარტს, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარს განიხილავს. აქცია სწორედ განხილვის დაწყებას უკავშირდება. ნიკა გვარამიას განცხადებით, აქციების სერია უზენაეს სასამართლოსთან გაგრძელდება, ვიდრე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

უცნობია, დღესვე დაასრულებს თუ არა უზენაესი სასამართლო საქმის განხილვას.

რუსთავი 2 უზენაესი დიდი პალატის ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს. ესენი არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და  მზია თოდუა.

რუსთავი 2 ასევე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლო საქმეს მხარეების დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” მიაკუთვნეს ქიბარ ხალვაშს, რომელიც აცხადებს, რომ მან შეიძინა “რუსთავი 2”, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩარევით ძალით დაათმობინეს.

რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

რუსთავი 2-ის საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი