ახალი ამბები

პოლიტიკური ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

23 ნოემბერი, 2012 • 1227
პოლიტიკური ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

სამებაში ქადაგებას ივანიშვილი ცოლთან ერთად დაესწრო
სამებაში ქადაგებას ივანიშვილი ცოლთან ერთად დაესწრო

“ყოველი ქრისტიანი ყოველთვის ემსახურება თავის სამშობლოში ხელისუფლებას, არ უპირისპირდება. რომ გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების არც თუ ისე შორეულ წარსულს, სამსახურის დაკარგვის შიშით რამდენი რამის ჩადენა გვიწევდა ხოლმე.  სინდისთან კომპრომისზე მივდიოდით და მერე ყოველთვის ვწუხდით ამაზე.

ცოტა ხნის წინ ვთხოვე ადამიანებს, რომ გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის და ხელი არ შეშალათ იმ პროცესებისთვის, რაც ქართველმა ერმა აირჩია, მაგრამ ეტყობა ჯერჯერობით ვაჟკაცობა არ ყოფნით. მართლა ძალიან ძნელია, როდესაც წაგებული ომის მერე გამოდიხარ და იძახი რუსთაველზე, მოგებული ვარო. ვის მოუგეს, მაინტერესებს! რომელი ქვეყანა დაამარცხეს? ამას ვერ დავივიწყებთ, მაგრამ თუ შეინანებენ, მაშინ მიტევებასაც მიიღებენ.

სულგრძელობას ყველას ვერ მოთხოვ. შეიძლება ქვეყნის სათავეში იყო, მაგრამ იყო სულმოკლე. არ უნდა გვეშინოდეს მხილება, ეკლესია ყოველთვის ამხელდა. ჩვენ იესო ქრისტეს, დედა ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის ერი ვართ და ლაჩრობა არ შეგვფერის. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჯოგივით და არ უნდა გაგვრეკონ. თუ წინა მაგალითებიდან გავიხსენებთ, შეიძლბა იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ ახლაც. ამიტომ სულ რამდენი ადამიანია სამი, იმათ რომ აღიარონ, ათასები გათავისუფლდებიან.

დაყოფა არ შეიძლება, ეშმაკი ყოფს – ღმერთი აერთიანებს. ძლივს არჩევნების შემდეგ იმედი ჩაისახა, რომ გავერთიანდებოდით და კიდე რაღაც იბრძვიან. ყველამ იცოდეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, ჩვენ იმ უღირსობას, მეომრების მასე დამცირებას, ჯერ გაციებულები არ იყვნენ გინდ ჩვენები, გინდ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ოსებიც, აქ ტაშფანდურა იყო თბილისში გამართული. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”.


შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირთა მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება წმინდა სინოდის მიერ 2012 წლის 6 ივლისს გამოტანილი განჩინების ერთ–ერთი საკითხი იყო. სინოდი სასულიერო პირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:

“კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მხრიდან მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში, ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი”, – აღნიშნულია განჩინებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი