ახალი ამბები

ოხანაშვილი: საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გარედან მართული პროცესია

26 თებერვალი, 2017 • 1682
ოხანაშვილი: საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გარედან მართული პროცესია

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გარედანაა მართული.

ოხანაშვილმა “რუსთავი 2”- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დეკანოზი მამალაძე არაა ის ადამიანი, რომელმაც ვინმეს მოკვლა შეძლოს. მისი აზრით, დეკანოზი უსამართლობის მსხვერპლია.

“ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული დიდი ხნის წინ დაგეგმილი მზაკვრობა, რაც სისრულეში მოიყვანეს, სამწუხაროდ. ციხე შიგნიდან ტყდებაო, დარწმუნებული ვარ, შიგნიდან არიან ჩარეულები… არ შეიძლება, ამხელა სკანდალი შიგნიდან ატყდეს. რა თქმა უნდა, გარედან მართული პროცესია. წეღან ვახსენე ეკლესიის მტრები, მზაკვრული გეგმა, რომელიც ლამაზად მიმდინარეობს, ვიღაცისთვის ლამაზად, თორემ ფაქტობრივად რამდენიმე ადამიანი, მრევლიც და საზოგადოება აღშფოთებულია და მე პირადად განადგურებული ვარ ამ ყველაფრიდან”, – ამბობს სოსო ოხანაშვილი.

სოსო ოხანაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის მიერაა მართული ეს პროცესი. იგი ამბობს, რომ გარკვევის პროცესშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი