ახალი ამბები

ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად კახა ბექაური აირჩიეს

20 ნოემბერი, 2012 •
ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად კახა ბექაური აირჩიეს

ბექაური პრეზიდენტად ფედერაციის საარჩევნო–საანგარიშო ყრილობაზე აირჩიეს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 33 დელეგატი მონაწილეობდა, კახა ბექაური კი ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყრილობაზე ასევე დაამტკიცეს ვიცე-პრეზიდენტები– ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე და სასტენდო სროლაში მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე თამაზ იმნაიშვილი.

ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კახა ბექაურმა გია უდესიანი შეცვალა, რომელიც ტყვიის სროლის ფედერაციას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ გია უდესიანს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის განხორციელებაში ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებული სპორტსმენი, ბეთქილ შუკვანი ადანაშაულებდა. შუკვანის განცხადებით, გია უდესიანი მასზე ზეწოლას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან ერთად ახორციელებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი