ახალი ამბები

უნდა შეიქმნას თუ არა სამხედრო-საპარლამენტო რწმუნებულის ინსტიტუტი?

20 ნოემბერი, 2012 •
უნდა შეიქმნას თუ არა სამხედრო-საპარლამენტო რწმუნებულის ინსტიტუტი?

„მიმაჩნია, რომ შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში რაიმე პოლიტიკური აქტივობა არასწორია. უფლებადამცველი უნდა იყოს აპოლიტიკური და ის ორიენტირებული უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპების გატარებაზე“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას მოსაზრებით, უმცირესობას მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს კანდიდატის არჩევის პროცესში:

 

„შეიძლება ამ მიმართულებით ბევრად უფრო გაუმჯობესდეს ეს პროექტი და, ზოგადად, ეს მექანიზმი და ეს ბერკეტი უფრო დაიხვეწოს და ემსახურებოდეს იმ დემოკრატიულ მიზნებს, რომელსაც უმრავლესობა აცხადებს, რომ ის ემსახურება, თუ უმცირესობას მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკრეტული პირის შერჩევაში და დანიშვნაში“.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაინტერესდა, რატომ არ შეიძლებოდა იგივე მიზნების მიღწევა სახალხო აპარატის შიგნით და არა – გარეთ, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შექმნით?

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამაზე მსჯელობა. იგივე მიზნების მიღწევა იყო შესაძლებელი ძალიან ეფექტურად სახალხო დამცველის აპარატის შიგნით. პრინციპში ბერკეტები, რომელიც აქვს სახალხო დამცველს და მეორს მხრივ, აქვს სამხედრო რწმუნებულს არის იდენტური,” – აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.

 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებებით შეიძლებოდა სახალხო დამცველის ფუნქციის გაძლიერება:

„ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამ ნაწილის გაძლიერება როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მისთვის ფინანსების მიცემა, სპეციალური ცენტრის შექმნა აპარატში, რომელიც განსაკუთრებულად სამხედრო მოსამსახურეებზე იმუშავებს და მათი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას უფრო მაღლი სტანდართით განახორციელებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი