ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო ძალა, კერძოდ, ბომბდამშენებიც გააძლიერა, რომელთა საშუალებითაც, როგორც ცნობილია, გასულ ღამეს იერიში 130–მდე ობიექტზე განხორციელდა.
ისარელის არმია იტყობინება, რომ პარასკევს, დილით მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყო შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით, მათ მოუწოდეს, “ჰამასის” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისგან თავი შორს დაიჭირონ.
ხუთშაბათს ღაზის სექტორიდან ქალაქ თელ–ავივის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, რის გამოც ისრაელის ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქალაქში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო მოსახლეობამ თავი სპეციალურ თავშესაფრებს შეაფარა.
ორი რაკეტის გასროლას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია, ერთი რაკეტა თელ–ავივის მახლობელ ქალაქში, მეორე კი ზღვაში ჩავარდა.
ხუთშაბათს ღაზის სექტორიდან პალესტინელების მიერ გაშვებულ რაკეტას ისრაელის სამი მოქალაქე ემსხვერპლა, საპასუხო ცეცხლმა კი დაახლოებით 18 პალესტინელი შეიწირა.








