ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს

21 თებერვალი, 2017 • 1629
ადვოკატის თქმით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზი დუმილის უფლებას აღარ გამოიყენებს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით იგი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს პირადად ესაუბრა:

“ვუთხარით, რომ მამა გიორგის უდანაშაულოდ ვთვლით, მამა გიორგის აქვს ინფორმაციის ისეთი ბაზა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას. მამა გიორგის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში იგი სრულყოფილ ჩვენებას მისცემს. დუმილის უფლებას დაარღვევს”,- განაცხადა ადვოკატმა.

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი