ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: თეთრუაშვილის თქმით, იგი პატრიარქისთვის დარტყმის მისაყენებლად გამოიყენეს

21 თებერვალი, 2017 • 3691
ნანა კაკაბაძე: თეთრუაშვილის თქმით, იგი პატრიარქისთვის დარტყმის მისაყენებლად გამოიყენეს

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს დაკავებული დეკანოზის საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს:

“პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა პროცესები ვითარდება. ალბათ, ამას გადაწყვეტენ მეუფეები და საპატრიარქო, რა დოზით უნდა მიაწოდონ [ინფორმაცია]. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ინტერესებშიც, რომ მას ჰქნდეს სრული ინფორმაცია”,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძის თქმით, იგი პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილსაც შეხვდა.

“მან თქვა – მე ვარ ინსტრუმენტი, რომელიც იყო გამოყენებული იმისათვის, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის. თქვა დანარჩენი ადამიანებიც, ვინც არიან. ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტები. მიზანი და გათვლა არ იყო არც შორენაზე, არც სხვაზე. ეს იყო გათვლა უფრო მაღლა და უფრო ზემოთ”, – განაცხადა ნანა კაკაბაძე.

ილია მეორის გერმანიაში ყოფნის დროს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა და ბრალი მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის წაუყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატიმრობა 2017 წლის 10 თებერვალს მიუსაჯეს. თავდაპირველად პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი სამღვდელო იერარქის მოწამვლა სურდა და ციანიდით მიემგზვრებოდა ბერლინში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრების ნაწილი. დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დეკნოზს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი