ახალი ამბები

მონიტორინგის ჯგუფი: ახალაიას უსაფრთხოება დაცულია

14 ნოემბერი, 2012 • • 985
მონიტორინგის ჯგუფი: ახალაიას უსაფრთხოება დაცულია

“როგორც ჩვენ ვნახეთ და როგორც თავად ამბობს, მისი უსაფრთხოება დაცულია, ის საკანში მარტოა, თუმცა იქ მყოფი 34 მსჯავრდებულისგან  20 არის ე.წ. “კანონიერი ქურდი”, რომელთა საკნებიც დერეფნის სხვა მხარეს არის განლაგბული. ბაჩო ახალაია ამბობს, რომ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი მეშვიდე დაწესებულებაში დარჩა, მას შესაძლოა საფრთხე შეექმნას”.

 

სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ახალაიას მხარდამჭერებსა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს შორის, კონკრეტულად კი, პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა და ახალაიას მამამ როლანდ ახალაიამ ნინო ზურიაშვილს ჰკითხეს პირადი მოსაზრება, თუ რას ფიქრობდა ახალაიას მეშვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადმოყვანასთან დაკავშირებით, რაზეც ზურიაშვილისგან მიიღეს პასუხი, რომ ის ჟურნალისტია და მის პირად მოსაზრებას ვერ დააფიქსირებს.  

 

– “გასაგებია, რა მონიტორინგის ჯგუფიცაა,” – აღნიშნა მინაშვილმა ნინო ზურიაშვილის პასუხზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი