ახალი ამბები

სუბარი: ახალაიას მე-7 დაწესებულებაში მყოფ ‘კანონიერ ქურდებთან’ შეხება არ ექნება

14 ნოემბერი, 2012 • • 945
სუბარი: ახალაიას მე-7 დაწესებულებაში მყოფ ‘კანონიერ ქურდებთან’ შეხება არ ექნება

” მეშვიდე საპყრობილეში იმიტომ გადავიყვანეთ, ეს არის მაქსიმალურად დაცული და იზოლირებული სივრცე, ის არის იზოლირებული სხვა შენობეისგან და პატიმრებისგან, მეშვიდე საპყრობილეში სულ 35 პატიმარი იმყოფება და ნაკლები საფრთხეა, რომ ბაჩო ახალაიას ვინმემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს”.

 

სუბარის განცხადებითვე, საპატიმროში სულ 3 ოთახია, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომლის შესახებაც ახალაია ინფორმირებულია და პირადად აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ ინფორმაციაზე. 

 

სუბარი აღნიშნავს, რომ ახალაიას აქვს სეირნობისა და მნახველების მიღების უფლება. ყოფილ თავდაცვის მინისტრს შეუძლია იმდენი მნახველი მიიღოს, რამდენიც მოესურვება. 

 

რაც შეეხება მეშვიდე საპყრობილეში ე.წ. კანონიერი ქურდების ყოფნას, სუბარი აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში არიან კანონიერი ქურდები და სხვა მსჯავრდებულები, თუმცა მათ ახალაიასთან შეხება არ ექნებათ. 

 

სუბარის განმარტებითვე, მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეინიშნებოდა პატიმრების მღელვარების ნიშნები და არსებობდა შესაძლებლობა, ახალაიასთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი