ახალი ამბები

‘ნაციონალები’ ახალაიას სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ

14 ნოემბერი, 2012 • 967
‘ნაციონალები’ ახალაიას სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ

მინაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ისინი მოითხოვენ სასჯელაღსრულების მინისტრთან – სოზარ სუბართან შეხვედრას, რომლის გადაწყვეტილებითაც გადაიყვანეს ბაჩო ახალაიას #7 დაწესებულებაში:

 

“თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნები ბაჩო ახალაიას სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ზოემბს მივმართვთ, მათ შორის მივმართავს პიკეტირებას.”

 

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, ნუგზარ წილაურის თქმით, #7 დაწესებულებაში  სასჯელს იხდიან კრიმინალური ავტორიტეტები:

 

“ახალაიას გადმოყვანა შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისთ. როგორც ჩანს, მათთვის საკმარისი არ არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, მისი გენერალური მდივნის და ევროკავშირის ხელმძღვანელობის განცხადებები და მაინც უნდათ გამოიწვიონ როგორც ქართული საზოგადოება, ასევე მსოფლიო საზოგადოება. ღრმად ვარ დარმწუნებული, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სულმდაბალი შურისძიება წულუკიანის, ალასანიას და ივანიშვილის მხრიდან. მათ ვერ შეძლეს ბრალდებების კონსოლიდაცია და დამაჯერებელი ბრალდებების წარდგენა მისთვის და ასეთი გზით ცდილობენ მის მორალურ გატეხვას.”

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი გლდანის #8 დაწესებულებიდან #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასჯელს იხდიან ე.წ. “კანონიერი ქურდები”. ამის გასაპროტესტებლად დღეს აღნიშნულ დაწესებულებასთან ახალაის ოჯახის წევრები, ახლობლები და საპარლამენტო უმცირესობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი