ახალი ამბები

სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალაია მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

14 ნოემბერი, 2012 • • 1091
სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალაია მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

მანამდე ამის შემდეგ ცნობა ბაჩო ახალაიას ცოლმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: “ბაჩო გადაიყვანეს მეშვიდე დაწესბულებაში, ქურდებთან!!!” 

 

სასჯელაღსრულების პრესსამსახურის განცხადებით, ახალაიას გადაყვანა მინისტრის გადაწყვეტილებით მისივე უსაფრთხოების მიზნით მოხდა. სასჯელაღსრულების პრესსამსახური უარყოფს ახალაის ცოლის, ანი ნადარეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მეშვიდე საპყრობილეში ე.წ. კანონიერი ქურდების ყოფნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ  სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში ყველაზე ცოტა პატიმარია და ახალაია სამარტოო საკანში იქნება. 

 

ბაჩო ახალაია 7 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის სამი მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) აქვს წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი