ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეების რეაქცია რასმუსენის განცხადებაზე

13 ნოემბერი, 2012 • 1049
საქართველოს მოქალაქეების რეაქცია რასმუსენის განცხადებაზე

– “ბატონო რასმუსენ, შეწყვიტეთ კრიმინალების დაცვა,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

– “თქვენი ესოდენ ხმამაღლა გამოხატული შეშფოთება, მაშინ როცა აღნიშნული პირების საქმე ძიებაშია, მიმაჩნია მართმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობად” – ასე გამოიყურება კიდევ ერთი კომენტარი ნატოს გენერალური მდივნის ფეისბუქის გვერდზე.

 

– “ქართული ოცნება” ცდილობს ციხეში გაუშვას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ესენი არიან ამომრჩევლების 40%”

 

– “ბატონო რასმუსენ, ქართველ ხალხს არ სურს უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნება, გთხოვთ, მიგვიღეთ ნატოში!”

 

მომხმარებლები წერენ ინგლისურად, ქართულად. არის მრავლად არაკორექტული კომენტარებიც, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მიმართ, რაზეც “ანდერ ფოგ რასმუსენის” სახელით გამოქვეყნებულია ასეთი კომენტარი: Tkven shig khom ar gakvt, daidzinet bliad!!!

 

აღნიშნული მომხმარებელი, რომელიც იმავე სახელით – Anders Fogh Rasmusen არის რეგისტრირებული ფეისბუქზე, როგორც ნატოს გენერალური მდივანი, სინამდვილეში არ არის ნატოს გენერალური მდივნის გვერდი.

ხვალ, 14 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უნდა შეხვდნენ. გუშინ კი მას საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი