ახალი ამბები

გიორგი ტუღუშს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეუწყდა

13 ნოემბერი, 2012 • 966
გიორგი ტუღუშს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეუწყდა

ტუღუშმა სახალხო დამცველის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა.

 

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე შეჯერებულია ნინა ხატისკაცის კანდიდატურაზე. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ჯგუფები პარლამენტისგან მოითხოვდნენ სხვა კანდიდატების განხილვასაც. კერძოდ, სახელდებოდა თამარ გურჩიანის, ლია მუხაშავრიას. ნათია იმნაძის, გელა ნიკოლაიშვილის, უჩა ნანუაშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურები.

 

დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატურა ოფიციალურად გამოცხადდა ვაკანტურად.

 

დღესვე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული წევრების ადგილმონაცვლე ათი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი