ახალი ამბები

პარლამენტი დღეს ახალი წევრებით შეივსება

13 ნოემბერი, 2012 • 966
პარლამენტი დღეს ახალი წევრებით შეივსება

რიგგარეშე სხდომის მოწვევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც წინა სესია უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გაგრძელება პარლამენტმა ვეღარ შეძლო.

 

საქართველოს პარლამენტმა წინა სესიაზე უფლებამოსილება შეუწყვიტა უმრავლესობის 13 წევრს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ. დღეს კი მათ ნაცვლად პარლამენტის 10 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. ყოფილი მაჟორიტარების – კახი კალაძის, არჩილ კბილაშვილისა და თეა წულუკიანის ადგილმონაცვლეების ვინაობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც მათ საარჩევნო ოლქებში (სამტრედია, ბაღდათი, ნაძალადევი) განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

 

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული დეპუტატების ადგილმონაცვლეების სია ასე გამოიყურება: გიორგი ცაგარეიშვილი, მახირ დარზიევი, თამაზ მეჭიაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, თენგიზ ხუბულური, თამაზ შიოშვილი, ოთარ ჩრდილელი, ფრიდონ საყვარელიძე, დავით ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძე. 

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 12 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი