ახალი ამბები

ბესელია ეხმაურება არასამთავრობოების განცხადებას სამუშაო ჯგუფის დატოვების შესახებ

12 ნოემბერი, 2012 • 969
ბესელია ეხმაურება არასამთავრობოების განცხადებას სამუშაო ჯგუფის დატოვების შესახებ

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” დღეს განცხადება გაავრცელეს იმის თაობაზე, რომ ისინი მუშაობას წყვეტენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში, რომელიც 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა.

 

“კომისიის სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ავრცელებენ.

 

„მე მზად ვარ ნებისმიერი ეს მოსაზრება, შენიშვნა გავითვალისწინო და ჩვენ გავაგრძელოთ დარჩენილ დღეებში ყოველდიური შეხვედრა და მუშა პროცესი იმისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება არაერთი ადამიანი,“ – განაცხადა ბესელიამ.

 

ბესელიამ ასევე ისაუბრა ამნისტიის შესახებ დღეს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე. მისი თქმით, ამ კანონპროექტით,  ამნისტია პირობითი მსჯავრის, ნაკლებად მძიმე დანაშაულის და გაუფრთხილებელი დანაშულის მუხლით მსჯავდებულ პირებს შეეხებათ:

„ასევე გათვალისწინებულია მძიმე ან აგანსკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელის შემსუბუქება. არის გამონაკლისი მუხლები, რომლებსაც არ შეეხება ამნისტია და ეს მუხლები მითითებული იქნება. ასევე გათვალისწინებულია, რომ ნასამართლეობის მოხსნაც მოხდება ამნისტირების შემთხვევაში,“ – განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი