ახალი ამბები

‘თბილისის სატრანსპორტო კომპანია’ არაგეგმიურ საგადასახდო შემოწმებას ითხოვს

12 ნოემბერი, 2012 • 4240
‘თბილისის სატრანსპორტო კომპანია’ არაგეგმიურ საგადასახდო შემოწმებას ითხოვს

“იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წერილობითი განცხადებით მიმართა ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რათა მოხდეს კომპანიის არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება. ასევე წერილობითი განცხადება გაეგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (გენერალურ აუდიტორს), რათა მოხდეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კანონიერების დადგენა.”

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მიმდინარე პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებისაგან.

 

შეგახსენებთ, თბილისში ავტობუსების მძღოლები რამდენიმე დღეა გაფიცული არიან.  ამ დროისთვის მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების გაზრდა, ასევე, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებიდან გადაყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი