ახალი ამბები

თბილისის მერიის ახალი შეთავაზება სამშენებლო კომპანიებს

9 ნოემბერი, 2012 • 1178
თბილისის მერიის ახალი შეთავაზება სამშენებლო კომპანიებს

ახალი ინიციატივის თანახმად, ობიექტის შემოწმების სასურველ დროს თავად მშენებელი დაგეგმავს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საჯარიმო სანქციის ნაცვლად მშენებელს სარეკომენდაციო წერილი გაეგზავნება და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა მიეცემა. დარღვეული პროექტის კორექტირება ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე განხორციელდება:

 

“მშენებლობის რთული სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია სამშენებლო ობიექტებზე პროექტის დარღვევით  სამუშაოების წარმოების შემთხვევები, რაც საბოლოოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტის მეპატრონის დაჯარიმებას იწვევს. აღნიშნული ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მშენებლის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე მშენებლობის დასრულების ვადებზე  და ქალაქის იერსახეზე, რადგან დაღვეულია შეთანხმებული პროექტი”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. სწორედ ამიტომ თბილისის მერია ახალი ინიციატივით გამოვიდა. სერვისის ღირებულება ფასიანია:

 

“სერვისი ნებაყოფლობითი და ფასიანია, თუმცა ფინანსურად ხელსაყრელია,  რადგან მისი ღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია  დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ ჯარიმებზე და მოქმედი საჯარიმო სანქციების 15-დან 50 %-მდე ოდენობას შეადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა სამშენებლო სექტორის წახალისებას და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი