“ქართულმა ოცნებამ” პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში დასახელებულ ჩიორა თაქთაქიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭურა, ასევე ხმა არ მისცეს უმცირესობის კიდევ ერთ კანდიდატს – ლევან ბეჟაშვილს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო წარდგენილი.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობამ ზაქარია ქუცნაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად არ დაუჭირა მხარი, რის გამოც ქუცნაშვილმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.
იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა სხდომათა დარბაზი, დღეს პარლამენტმა ვერ შეძლო გიორგი ტუღუშისთვის სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი გამოაცხადა, რის გამოც პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განსახილველი საკითხები პარასკევის სესიისთვის გადაიდო.